Loading data...
მათიკაშვილი მარინ ლე პენის საქმეზე: დღეს საფრანგეთში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსზე ხდება თავდასხმა, რათა ძალმომრეობით ჩამოაშორონ პოლიტიკურ ავანსცენას

დღეს საფრანგეთში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსზე ხდება თავდასხმა, რათა ძალმომრეობით ჩამოაშორონ პოლიტიკურ ავანსცენას, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ის საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს მიერ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის საქმის მოსმენის დაწყებასგამოეხმაურა.

„დღეს საფრანგეთში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსზე ხდება თავდასხმა, რათა ძალმომრეობით ჩამოაშორონ პოლიტიკურ ავანსცენას. ნათლად ჩანს ის უხეში, უტიფარი პოლიტიკა, რომელიც ყურს უგდებს არა საზოგადოების შეხედულებებს, ხალხის სურვილებს, არამედ მხოლოდ ძალების სურვილებს, რომლებიც არაფორმალურად ცდილობენ ევროკავშირი მართონ. ეს არის ნათელი დასტური ამ ყველაფრის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.