მათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეალური პოლიტიკური შედეგი არის ნული, ამ ადამიანებს საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ
იშვირონ თითები ერთმანეთის მიმართ, ლანძღონ ერთმანეთი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებენ ანტიეროვნულ და ანტიქართულ სახეს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.
უმრავლესობის დეპუტატის თქმით, მათი რეალური პოლიტიკური შედეგი ნულია.
„ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ საზოგადოებისგან. დამნაშავე პატიმარ სააკაშვილს თავისი ამბიციები აქვს, აქეთ ე.წ. ფედერალისტები საკუთარ მიდგომებზე არიან ორიენტირებულები. საბოლოო ჯამში შედეგი იქნება ერთი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის რეალური პოლიტიკური შედეგი არის ნული. იშვირონ თითები ერთმანეთის მიმართ, ლანძღონ ერთმანეთი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებენ ანტიეროვნულ და ანტიქართულ სახეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.