მათიკაშვილი: გასაკვირი ნამდვილად არ არის თუ დადასტურდება ბრიტანული კომპანიების გავლით რუსეთის დახმარება და რუსეთში რაღაც ბენეფიტების შეტანის ფაქტები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, გასაკვირი ნამდვილად არ იქნება თუ კი დადასტურდება ბრიტანული კომპანიების გავლით რუსეთის დახმარება.
„გასაკვირი ნამდვილად არ არის თუკი დადასტურდება ბრიტანული კომპანიების გავლით რუსეთის დახმარება და რუსეთში რაღაც ბენეფიტების შეტანის ფაქტები. ნამდვილად არ არის გასაკვირი, რად გვინდა დაუდასტურებელ თეორიებზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ დიდ საფუძველს იძლევა შესაბამისი აზრის ადამიანებისთვისაცაა.
აგერ, პირდაპირ, ნავთობსადენი „დრუჟბა“ რომლის გავლითაც ევროპა რუსეთს მილიონებს უხდის და შემდგომ, რუსეთი ამ მილიონებს სათანადო მიზნით იყენებს - ცხადია ომის დასაფინანსებლად და მას ახსნეს სანქცია.
ამიტომაც არის შერჩევითი მიდგომა, ამიტომაც სჭირდებათ საქართველო თავიანთი მიზნებისთვის. იმ უბედურების რკალში, რაც ევროპას თავს ატეხია, საქართველოს მოცემულობა, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება, თურმე ეს ორი ტელევიზია უკრაინაში დესტაბილიზაციას ახდენს, წარმოუდგენელი რაღაცაა“, - აღნიშნავს დავით მათიკაშვილი.