Loading data...
მათიკაშვილი ევროკავშირში „გამჭვირვალობის კანონის“ გამკაცრებაზე: ისინი იღებენ რეგულაციებს, ხოლო ჩვენს ქვეყანას აძაგებენ იმის გამო, რომ ზუსტად ანალოგიური რეგულაციები მივიღეთ თავის დროზე

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რა მიდგომები აქვს ევროკავშირს.

„ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც მუდმივად მოედინება ევროკავშირიდან, ბუნებრივია, ევროსკეპტიციზმის საფუძველს ქმნის ჩვენს საზოგადოებაში. გამჭვირვალობა, მათი აზრით, იყო საქართველოსთვის მიუღწეველი ბენეფიტი, ხოლო მათთვის, ევროკავშირში, გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. ამიტომაც ისინი იღებენ რეგულაციებს, ხოლო ჩვენს ქვეყანას აძაგებენ იმის გამო, რომ ზუსტად ანალოგიური რეგულაციები იყო თავის დროზე მიღებული ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.