Loading data...
მათიკაშვილი ელისაშვილის განცხადებაზე: ეს ძალა ცდილობს, საზოგადოებას შეაჩვიოს აზრი, რომ ის რომ მოვა ხელისუფლებაში, უნდა დაიწყოს ქაოსი, გაფიცვები

„ეს ძალა ცდილობს, საზოგადოებას შეაჩვიოს აზრი, რომ ის რომ მოვა ხელისუფლებაში, უნდა დაიწყოს ქაოსი, გაფიცვები“, - ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ირაკლი კუპრაძე მერი გახდება, მუნიციპალური სამსახურები გაიფიცებიან.

„ეს ძალა ცდილობს, საზოგადოებას შეაჩვიოს აზრი, რომ ის რომ მოვა ხელისუფლებაში, უნდა დაიწყოს ქაოსი, გაფიცვები. იქ გაჟღერდა კიდეც, რომ ყოველგვარი ნებართვის გარეშე სანქციას გავცემ ნებისმიერი მიტინგის ჩატარებაზეო.

ხომ ძალიან კარგად ჩანს, რომ არათუ არასახელმწიფოებრივი, არამედ ანტისახელმწიფოებრივი, ანტი ეროვნული, ანტი ქართული ძალები არიან თავმოყრილი, ხაზარაძე/ჯაფარიძის ტყავის გადასარჩენად“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.