Loading data...
მათიკაშვილი: არაერთგზის ვამხილეთ ევროპული პოლიტიკური სისტემა, რომლის დანიშნულებაც არა დემოკრატიის მხარდაჭერა, არამედ ენჯეოსექტორის გამოყენებით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ექსტრემიზმის წახალისებაა

„არაერთგზის ვამხილეთ ევროპული პოლიტიკური სისტემა, რომლის დანიშნულებაც არა დემოკრატიის მხარდაჭერა, არამედ ენჯეოსექტორის გამოყენებით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ექსტრემიზმის წახალისებაა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. 

„აბსოლუტურად ჩამოეხსნა ნიღაბი იმ მანკიერ და მავნე პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებდა, განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წელიწადია. ჩვენ ამის შესახებ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ, არაერთგზის ვამხილეთ მახინჯი ევროპული პოლიტიკური სისტემა, რომლის დანიშნულებაც არა დემოკრატიის მხარდაჭერა, არამედ ენჯეოსექტორის გამოყენებით თითოეული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წახალისებაა. სწორედ ეს ყველაფერი იქნა აშშ-ის მხრიდანაც მხილებული. საინტერესოა, ამაზე რა პასუხი აქვთ ევროჩინოსნებს“, - აღნიშნავს მათიკაშვილი.