მათიკაშვილი 20 ივნისის საქმეზე: დღეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს სურთ, რომ პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს გახარიას გარეშე, ეს არის მცდელობა საკუთარი ცრუ ნარატივი გაავრცელონ
დღეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს სურთ, რომ გახარია განარიდონ ამ მოცემულობას და პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს გახარიას გარეშე, ეს არის მცდელობა საკუთარი ცრუ ნარატივი გაავრცელონ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ 20 ივნისის საქმეზე საუბრისას.
დეპუტატის თქმით, გიორგი გახარიას ეშინია სიმართლის, იმ პასუხისმგებლობის, რომელსაც ქართული საზოგადოება ყველა მის მიმართ ჩადენილ ქმედებაზე, თუ დადასტურდება დანაშაული, მოსთხოვს.
„ცალსახაა, რომ ის, ვინც გასცემდა ბრძანებებს, ვინც მართავდა, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. დღეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს სურთ, რომ გახარია განარიდონ ამ მოცემულობას და პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს გახარიას გარეშე, ეს არის მცდელობა საკუთარი ცრუ ნარატივი გაავრცელონ და საზოგადოებას შეასაღონ როგორც სიმართლე.
გახარიამ ტყუილები და გაქცევა არის ძალიან ახლოს მდგომი მოცემულობა. მისი გაქცევა, ღალატი არაერთგზის გვაქვს ნანახი, მას ეშინია სიმართლის, იმ პასუხისმგებლობის, რომელსაც ქართული საზოგადოება ყველა მის მიმართ ჩადენილ ქმედებაზე, თუ დადასტურდება დანაშაული, მოსთხოვს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.