1749032751
პოლიტიკა
მარტა კოსი: საქართველოსთან მოლაპარაკებები ევროპულმა საბჭომ შეაჩერა

საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ევროპულმა საბჭომ შეაჩერა, - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.
„საბჭოა ის, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს. მან შეაჩერა მოლაპარაკებები [საქართველოსთან], და როგორც კი მთავრობა აჩვენებს მზაობას დაუბრუნდეს ევროპულ გზას, შევძლებთ ლაპარაკს“, - თქვა კოსმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.