მარიამ ლაშხი: ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას
„ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკავშირი გამჭვირვალობის რეგულაციებს ამკაცრებს.
„ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას, რაც არის უსამართლობა. ის რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საჭიროა, იგივე პრინციპებზე დაყრდნობით უნდა განიხილებოდეს საქართველოში არსებული მდგომარეობა“, - აცხადებს ლაშხი.
ევროკავშირმა „გამჭვირვალობის კანონი“ გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.