1771773633
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: დიპლომატიური კორპუსის საქმე არ არის აქციებში მონაწილეობა და აქციის მონაწილეების წახალისება, ესტონეთს შეეძლო მათივე გამოცდილების მაგალითზე ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა მოხდეს საუნივერსიტეტო ეფექტიანი რეფორმა
„ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალები და ის, ვისაც მხოლოდ დესტაბილიზაციის ინტერესი აქვს, ყველა რეფორმას თუ ინიციატივას იყენებენ დესტაბილიზაციისთვის“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
მისივე თქმით, აქციის მოწყობა და აქციით განათლების რეფორმის პასუხი არის კიდევ ერთხელ დადასტურება მათი მხრიდან, რომ ისინი არ ერთვებიან საგნობრივ განხილვაში.
„დიპლომატიური კორპუსის საქმე არ არის ის, რომ აქციებში მიიღოს მონაწილეობა და წაახალისოს აქციის მონაწილეები. ესტონეთს შეეძლო მათივე გამოცდილების მაგალითზე ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა მოხდეს საუნივერსიტეტო ეფექტიანი რეფორმა. კიდევ ერთხელ აჩენებს მათ მიზანს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის კუთხით“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.