Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი არჩევნებში ამომრჩევლის მაღალ აქტივობაზე: ზუსტად ეს არის ქართველი ხალხის პასუხი ამ ოპოზიციური პარტიების მიმართ, პასუხი ასეთი დესტაბილიზაციის მცდელობებზე

„ზუსტად ეს არის ქართველი ხალხის პასუხი ამ ოპოზიციური პარტიების მიმართ და მათ შორის, შედეგები, რომლებსაც ერთად ვიზეიმებთ დღეს მოგვიანებით, პასუხი ასეთი დესტაბილიზაციის მცდელობებზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პასუხად კითხვაზე, რომ იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ მონაწილეობს, ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლებში.

კითხვაზე - ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნებზე მიდიან, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან თუ არა, მინისტრმა განაცხადა: „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იქნება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი“.

„[აქტივობის მაჩვენებელი] ასე უნდა აიხსნას, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კვლავ არიან აბსოლუტურ უმრავლესობაში და დღეს მოგვიანებით ჩვენ ვიზეიმებთ „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატის გამარჯვებას უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.