Loading data...
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს“, - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მდინარაძეს ასევე დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

მდინარაძე მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობას იკავებდა.