Loading data...
მამუკა მდინარაძე: რომ გითხრათ, ბოლომდე გახსნილი იქნება ეს სამსახური საქართველოში, როგორც ვიტყვით ხოლმე – ჩემს მტერს ბოლომდე გახსნილი უსაფრთხოების სამსახური. მას თავისი ფუნქცია აქვს თითოეულ რგოლში, სპეცსამსახურების ნიშა, საიდუმლო ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მეტ გახსნილობას შემიძლია დაგპირდეთ

„უსაფრთხოების სამსახურს თავისი ფუნქცია აქვს, სპეცსამსახურებისთვის მნიშვნელოვანია საიდუმლო ნაწილი, თუმცა, შემიძლია, მეტ გახსნილობა დაგპირდეთ“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე წელიწადში პრაქტიკულად ბოლომდე აღმოფხვრილი უნდა იყოს ამ ქვეყანაში კორუფცია და ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შესაძლებელია იყო მაღალი თანამდებობის პირი და არც ერთ მომენტში არ იყო, კორუფციული გარიგების თანამონაწილე.

„რომ გითხრათ, ბოლომდე გახსნილი იქნება ეს სამსახური საქართველოში, როგორც ვიტყვით ხოლმე – ჩემს მტერს ბოლომდე გახსნილი უსაფრთხოების სამსახური. მას თავისი ფუნქცია აქვს თითოეულ რგოლში. მე ვფიქრობ, რომ თავისი ფუნქციების შესრულების დროს სპეცსამსახურების ნიშა, რა თქმა უნდა, საიდუმლო ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მეტ გახსნილობას შემიძლია დაგპირდეთ.

მართალი ბრძანდებით იმ შეფასებაში, რომ დღესაც კი უსაფრთხოების სამსახური შეიძლება ასოცირდებოდეს მოსმენასთან და მსგავს საკითხებთან. მაგალითად, მოსმენა კანონიერი შეიძლება იყოს მისი საქმიანობის ნული მთელი რაღაც პროცენტი. შესაბამისად, იმდენად დიდია თითოეული რგოლის ფუნქციონალი, რომ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. გვაქვს ანტიტერორისტული მიმართულება, სადაზვერვო მიმართულება, კონტრდაზვერვის მიმართულება, ანტიკორუფციული მიმართულება და ამ საკითხებს განზრახ და გამიზნულად ვუსვამ ხაზს, რადგან აქ სერიოზული შედეგები უნდა გვქონდეს.

მაგალითად, ანტიკორუფციული მიმართულებით, რამდენიმე წელიწადში პრაქტიკულად ბოლომდე აღმოფხვრილი უნდა იყოს ამ ქვეყანაში კორუფცია და ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ შესაძლებელია იყო მაღალი თანამდებობის პირი და არც ერთ მომენტში არ იყო კორუფციული გარიგების თანამონაწილე. ეს შესაძლებელია, ეს უნდა დაიჯერონ ადამიანებმა და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ეს რეალური მოქმედებებით. არა ზედმეტი სიხისტით და ზედმეტი მიდგომებით, ზედმეტად მკაცრი და საჩვენებელი ნაბიჯებით, არამედ რეალური ბრძოლით კორუფციასთან“, - განაცხადა მდინარაძემ.