მამუკა მდინარაძე: „ნაცობა“ იმასაც გულისხმობს, რომ ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებზე შეუძლიათ თქვან, რომ ეს ასე არ არის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დემოკრატიის აღქმის 2025 წლის გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაცობა“, ბევრ თვისებასთან, ბევრ „უნართან“ ერთად იმასაც გულისხმობს, რომ ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებზე, მსოფლიო დონის ორგანიზაციების კვლევებზე, მსოფლიოში აღიარებულ ავტორიტეტულ ორგანიზაციების კვლევებზე შეუძლიათ თქვან, რომ ეს ასე არ არის“.
„პირველად გავიგეთ, რომ უკვე თვეებზე მეტია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევრაზიაში პირველ ადგილზე ვართ?! დღეს, ასევე, გავიგეთ, მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსით მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე. აქედან გამომდინარე, უნდა ვთქვათ რა არის ფაქტი და შემდეგ უნდა გავაკეთოთ მისი შეფასება“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.