მამუკა მდინარაძე: ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას, მადლობა ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელს, იქ მუშაობენ გმირები, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ, რომ წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში
„მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია“, - ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი პატივია და მეორე მხრივ დიდი გამოწვევაა. მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. ბატონო პრემიერო, გამოწვევა მიღებულია. ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია. გამოწვევაა იმიტომ, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობა და ამ გამოწვევის გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას. როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას, დარწმუნებული ვარ ასე გამომივა, ჩვენი გუნდის, გუნდის ლიდერების ნდობით ამას ყველაფერს შევძლებთ.
მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. იქ მუშაობენ გმირები, დღე და ღამეს ასწორებენ იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში. ყველა მათგანს უღრმესი მადლობა. ჩემს ახალ თანამშრომლებს და ახალ თანამებრძოლებს ვპირდები, რომ მათთან ერთად ვიბრძოლებთ დაუღალავად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.