მამუკა მდინარაძე: ბრიტანელებმა სამი კომპანია დაასანქცირეს და თქვეს, რომ დავასანქცირეთ სამი ქართული კომპანია, არც ერთი ეს კომპანია საქართველოში რეგისტრირებული არ არის, ეს იყო პირდაპირ პოლიტიკური დახმარება, რომ ვიღაც გაბრაზებულიყო, დახვდათ, რომ ამ საქმეზე 9,5 წელი აქვს მისჯილი ადამიანს და ეს რადგან ვთქვით, ჩაიფუშა თემა
„ბრიტანელებმა დაასანქცირეს სამი კომპანია და თქვეს, რომ დავასანქცირეთ სამი ქართული კომპანია, არც ერთი ეს კომპანია საქართველოში რეგისტრირებული არ არის, ეს იყო პირდაპირ პოლიტიკური დახმარება საიმისოდ, რომ ვიღაც გაბრაზებულიყო. დახვდათ, რომ ამ საქმეზე 9,5 წელი აქვს მისჯილი ადამიანს და ეს რადგან ვთქვით, ჩაიფუშა თემა“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ქართული სამართალდამცავი სისტემა დღეს რომ მუშაობს, ასე ვერასდროს მუშაობდა.
„დარწმუნებული ვარ, მშვენივრად იცოდნენ, რომ გაცილებით ადრე, ვიდრე სანქცირებაზე დაიწყებდნენ საუბარს, ეროვნულმა ბანკმა მიმართა ფინანსურ პოლიციას და ვიდრე ეროვნული ბანკი მიმართავდა, მანამდე ფინანსურს გამოძიება ჰქონდა დაწყებული. ერთ-ერთ ადამიანს ფულის გათეთრებაზე და უკანონო საქმიანობაზე 9,5 წელი აქვს მისჯილი. ამაზე ასანქცირებენ და არც ერთი ეს კომპანია საქართველოში რეგისტრირებული არ არის. მაგრამ ვიღაც ხომ უნდა გააბრაზონ გარედან. ეს იყო პირდაპირ პოლიტიკური დახმარება საიმისოდ, რომ ვიღაც გაბრაზებულიყო და დახვდათ, რომ 9,5 წელი აქვს მისჯილი და ეს რადგან ვთქვით, ჩაიფუშა თემა. მადლობა სულხან თამაზაშვილს, გიორგი გვარაკიძეს თითოეულ თანამშრომელს, რადგან ასეთი მასშტაბური ღონისძიებები, რაც განვახორციელეთ ჩვენ და განახორციელეს ამ უწყებებმა, აქამდე არ ყოფილა. ქართული სამართალდამცავი სისტემა დღეს რომ მუშაობს, ასე ვერასოდეს მუშაობდა, იმიტომ, რომ ასეთი ღონისძიებები არ იყო. ერთი საპოლიციო ღონისძიება განახორციელეს 150 ობიექტზე. ერთდროულად განხორციელება ძნელი იყო. ბოლო პერიოდში მოვახერხეთ ეს ყველაფერი გეკა გელაძის და სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით. პროკურატურამაც ასეთი მასშტაბური ღონისძიება გააკეთა, რომლის რეზონანსი სამართალდამცავებში მსოფლიო მასშტაბის იყო. ამისთვის დიდი მადლობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.