Loading data...
მახაშვილი ტრამპის გადაწყვეტილებაზე შეაჩეროს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა: ამ თანხებით რადიკალმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს - პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაცია და პოლარიზაცია

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ამერიკული დაფინანსება შეუწყდებათ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ იყო.

„ეს ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი იმიტომ, რომ ჩვენ ამერიკელებისთვის, როგორც სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლებისთვის, ასევე, თავად ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის არაერთხელ გვითქვამს, მათი გადასახადების გადამხდელების თანხა ხშირად საქართველოში ხმარდებოდა ხოლმე რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის განვითარებას. ეს იქნებოდა - რადიკალური ჯგუფების თუ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, რაც პირდაპირ უკანონო ქმედებაა ყველა სახელმწიფოში და მათ შორის, საქართველოში.

მაგრამ, სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციის პირობებში ამ თხოვნას, შეესწავლათ ეს დაფინანსებები არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და ფაქტია, საქართველოშიც ამ თანხებით რადიკალმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს - პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაცია და პოლარიზაცია“, - აცხადებს მახაშვილი.