Loading data...
მახაშვილი პრემიერის ღია წერილზე: ეს წერილი არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სურვილის, რომ ამერიკასთან გადავტვირთოთ ურთიერთობები

„უპირველესად ეს წერილი არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სურვილის, რომ ამერიკასთან გადავტვირთოთ ურთიერთობები. ჯანსაღი ურთიერთობებით დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან“, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიწერილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველო მზად არის სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.

„დასანანია, რომ აქამდე ბევრი თანხმობის მიუხედავად და ბევრი ერთობის მიუხედავად ჩვენ მკაფიო პოზიცია ამ დრომდე, ახალი ადმინისტრაციისგან არ გვაქვს. მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენი სურვილი, მაქსიმალურად მალე, მაქსიმალურად დროულად ჩვენი ურთიერთობები აღვადგინოთ და დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ორ ქვეყანას შორის კავშირები. ეს არის ჩვენი მთავარი მოლოდინი და მთავარი გზავნილი ამ წერილის“, - აღნიშნა მახაშვილმა.