Loading data...
მახაშვილი ფასების რეგულირებაზე: მთავარი მიზანია, რომ სისტემა ისე აეწყოს, მისმა მონაწილეებმა ბოროტად არ გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები

„მთავარი მიზანია, რომ სისტემა ისე აეწყოს, მისმა მონაწილეებმა ბოროტად არ გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები და ეს ცუდად არ აისახოს მომხმარებლებზე“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ფასების რეგულირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, როცა დასრულდება ეს პროცესი, მთავრობასთან ერთად, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგათ - კანონმდებლობის მოწესრიგება იქნება ეს თუ სხვა პრაქტიკები იმისათვის, რომ ფასებმა მიიღონ ის დონე, რაც არის ამა თუ იმ პროდუქტის რეალური ღირებულება და არა ის გადაჭარბებული, ბოროტად გამოყენებული მდგომარეობები, რასაც ვხედავთ ზოგიერთი ბაზრის მონაწილის მხრიდან“, - აღნიშნავს მახაშვილი.