მახაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: არაფერი ისეთი არ ხდება, რაც მათთვის დამახასიათებელი არ არის, საზოგადოება უკვე მერამდენედ ხედავს, რამდენად არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ქმედებებში მისთვის არაფერია მოულოდნელი და ეს მათი ჩვეულებრივი პოლიტიკური სტილია.
მახაშვილის თქმით, მსგავსი დამოკიდებულება მაშინაც ჩანდა, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ - როდესაც უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ ქვეყანასა და მოსახლეობას და საზოგადოების ინტერესები არ აინტერესებდათ.
„არაფერი არ ხდება ისეთი, რაც მათთვის არ არის დამახასიათებელი ან რაიმე მოულოდნელი იყო. ეს კარგად წარმოაჩენს მათ რეალურ სახეს და კარგია, რომ საზოგადოება ხედავს უკვე მერამდენედ, რამდენად არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, არა როგორც რიგით ადამიანებთან, არამედ როგორც არასერიოზულ პოლიტიკოსებთან.
ესეც იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ თუ რამდენად აგდებულად, აბუჩად ეპყრობოდნენ საკუთარ ქვეყანას, მოსახლეობას, არ აღელვებდათ არაფერი ამ მოსახლეობის და ლოგიკურია ეს გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ - ამ ტიპის დაპირისპირება, ეგოებისთვის ბრძოლა, ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა ნაკლებად საინტერესოა ეს მოსახლეობისთვის“, - აცხადებს ლევან მახაშვილი.