1756670221
პოლიტიკა
მახაშვილი: ოპოზიციის მიზანია, არჩევნებამდე მუხტი ასწიოს, საბავშვო ბაღის თამაშები ჩვენთვის საინტერესო არ არის, სახელმწიფო დგას და იდგება მოწოდების სიმაღლეზე

„ოპოზიციის მიზანი არის ძალიან მარტივი, მაქსიმალურად ასწიონ მუხტი არჩევნებამდე და შეეცადონ, სახელმწიფოს დააშვებინონ შეცდომა გადაცდომით ან მსგავსი შეცდომებით“, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, ოპოზიციის მიზანია საერთაშორისო პატრონებს უთხრან, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“.
„საბავშვო ბაღის თამაშები ჩვენთვის საინტერესო არ არის. სახელმწიფო დგას და იდგება მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩვენს მოსახლეობასთან საუბარია. ვინმეს თუ უნდა, კიდევ ერთი შაბათი სხვებთან ერთად გაატაროს, მათი არჩევანია, უბრალოდ, ყველას გვინდა, მოვუწოდოთ, რომ კანონი მაქსიმალურად დაიცვან“, - აღნიშნა მახაშვილმა.