მახაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: რაღაც კოლუმბიური სერიალია, არ გვიკვირს ის დაპირისპირება, რომელსაც ვხედავთ ამ გაუგებარ ე.წ. რვიანში

„რაღაც კოლუმბიური სერიალია, არ გვიკვირს ის დაპირისპირება, რომელსაც ვხედავთ ამ გაუგებარ ე.წ. რვიანში“, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ უთანხმოებას.
მისი თქმით, ამ ადამიანების გაერთიანება რის სიძულვილის გარშემო გაერთიანება.
„რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის ძალიან არასერიოზული, რაღაც კოლუმბიური სერიალი ჩვეულებრივი. არც არის გასაკვირი, იმიტომ, რომ აი, ამ ადამიანებს რეალურად არ აერთიანებთ არაფერი სერიოზული, ან იდეა ან მიზანი.
ეს გაერთიანება არის სიძულვილის გარშემო გაერთიანება, ერთი პარტიის წინააღმდეგ გაერთიანება, ამიტომ არ არის გასაკვირი ის დაპირისპირება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის რეალურად მათი სახე და ეს არის რეალურად, რაც მათ შეუძლიათ.
შეუძლიათ არა რაღაცის გარშემო გაერთიანება, მიზნის დასახვა, შენება, არამედ სიძულვილი, დაპირისპირება, რევოლუციების მოწყობა. ამიტომ, არ გვიკვირს ის დაპირისპირება, რომელსაც ვხედავთ ამ ე.წ გაუგებარ რვიანში“, - აღნიშნავს მახაშვილი.