მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე: ეს ნაბიჯი ჩვენგან არის დემოკრატიის გადარჩენის და საქართველოს პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღების აქტი

„ფართოდ რომ შევაფასოთ, ეს ნაბიჯი ჩვენგან არის დემოკრატიის გადარჩენის და საქართველოს პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღების აქტი“, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხს.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან დაკავშირებულ პარტიებს სრულად მონოპოლიზებული აქვთ ოპოზიციური სივრცე.
„ჩვენი ვალდებულება და ჩვენი მოვალეობა არის ის, რომ ჩვენ დოკუმენტურად, მტკიცებულებებით გადავცეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვოთ „ნაცმოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვა.
მისი პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება, რათა მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და მომავალშიც პოლიტიკურ სივრცეში გაჩნდეს შესაძლებლობა და რესურსი იმ პარტიების გამოჩენის, რომლებიც დღეს სწორედ იმის გამო, რომ სრულად მონოპოლიზებული აქვს ამ დესტრუქციულ ძალას დღევანდელი ოპოზიციური სივრცე, ვერ ახერხებენ ამ სივრცეში შემოსვლას“, - აღნიშნავს მახაშვილი.