Loading data...
მახაშვილი მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებზე: ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხა პოლიტიკური კუდებით, სადაც ამ რადიკალებმა ფეხი დადგეს, ყველგან ვხედავთ ისტერიკას

„ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხა პოლიტიკური კუდებით. სადაც ამ რადიკალებმა ფეხი დადგეს, ყველგან ვხედავთ ისტერიკას“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც იგი გამოეხმაურა რადიკალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით ძაღლებს კლავენ.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წევრებს ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერ ფასად სურთ. 

„ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხა პოლიტიკური კუდებით. სადაც ამ რადიკალებმა ფეხი დადგეს ყველგან ჩვენ ვხედავთ ამ ისტერიკას, ჩვეულებრივ ტყუილებს, მეტი არაფერი - არა ამა თუ იმ ჯგუფისა თუ ცხოველების ინტერესებზე ზრუნვას, არამედ მხოლოდ ერთადერთ მიზეზს, რომ მაქსიმალური ისტერიკა იყოს.

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, კონკრეტულად ეს ძალა რას აკეთებდა თავისი ხელისუფლების დროს, როგორ „ზრუნავდა“ ცხოველებსა თუ სხვა პირებზე, ყველაფერი ნათელია. მათ ნამდვილად თუ რაიმე აღელვებთ, არის არა რაიმე, კონკრეტული ჯგუფისა თუ ცხოველების ინტერესები, მათზე ზრუნვა, არამედ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერ ფასად“, - აღნიშნავს მახაშვილი.