1757598380
პოლიტიკა
მახაშვილი „მეგობარი აქტზე“: მისასალმებელია, რომ ეს აქტი დღის სინათლეს ვერ იხილავს

„მისასალმებელია, რომ ეს აქტი დღის სინათლეს ვერ იხილავს“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს გზავნილი პოზიტიურად აღიქმება, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გადაიტვირთოს.
„ჩვენთვის ამ აქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა. საზოგადოებამ იცის, რომ ამ აქტს ვუყურებთ, როგორც მტრულ აქტს, ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში.
საბოლოო ჯამში, მისასალმებელია, რომ ეს აქტი დღის სინათლეს ვერ იხილავს, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იგი არ იყო ე.წ. "მეგობარი" აქტი, ის იყო აქტი, რომელიც ხელს შეუშლიდა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას.
ამას ჩავთვლით კარგ სიგნალად იმისთვის, რომ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების შანსი არის“, - აღნიშნა მახაშვილმა.