მახაშვილი კუბილიუსის განცხადებაზე: მათი რეალური ინტერესია არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, არამედ კონფლიქტის გაჯანჯლება

„მათი რეალური ინტერესია არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევა, არამედ კონფლიქტის გაჯანჯლება, რათა რუსეთმა ნაკლები წნეხი შეუქმნას ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებს“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული ჯგუფის ინტერესი იყო, რომ საქართველო მაქსიმალურად ჩაერთოთ დაძაბულობის კერაში.
„სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ასეთ განცხადებებს ვისმენთ, რადგან ეს პირდაპირ, საჯაროდ არის აღიარება, რომ მათი რეალური ინტერესი არის არა უკრაინაში მშვიდობის, რაც შეიძლება მალე მიღწევა, არამედ პირიქით ამ კონფლიქტის და დაძაბულობის გაჯანჯლება, რაც შეიძლება დიდი ხანი, რათა რუსეთი დაკავებული იყოს სხვა რაღაცებით და ნაკლები ზიანი და წნეხი შეუქმნას ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს.
ამდენი წლის განმავლობაში, სწორედ ეს იყო მიზანი ზოგიერთების, საქართველო მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ დაძაბულობის კერაში“, - აღნიშნავს მახაშვილი.
ცნობისთვის, ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა ევროპის უსაფრთხოების გარანტია არ არის.