მახაშვილი ხოშტარიაზე: იგი ვინმემ კი არ დააკავა, თავი დააჭერინა, ფაქტობრივად, შეიძლება, ისიც უნდა, რომ თავიდან აირიდოს შემდგომი კვირების არეულობა და პენიტენციური დაწესებულების ოთახში იყოს გამოკეტილი, რომ მერე პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს

„ელენე ხოშტარია ვინმემ კი არ დააკავა, თავი დააჭერინა, ფაქტობრივად, შეგნებულად წავიდა ამ ქმედებაზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, შესაძლოა, ხოშტარიას სურს, თავიდან აირიდოს შემდგომი კვირების არეულობა, პენიტენციური დაწესებულების ოთახში იყოს გამოკეტილი და პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს.
„იგი ვინმემ კი არ დააკავა, თავი დააჭერინა, ფაქტობრივად. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მან არ იცის ან საარჩევნო კანონმდებლობა, ან არ იცის, მის ქმედებას რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს მისი მხრიდან იყო გამიზნული დარღვევა. შეგნებულად წავიდა ამ ქმედებაზე. შეიძლება, ისიც უნდა, რომ თავიდან აირიდოს შემდგომი კვირების არეულობა და პენიტენციური დაწესებულების ოთახში იყოს გამოკეტილი, რომ მერე პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.