Loading data...
მახაშვილი ეუთო/ოდირის განცხადებაზე: მისამართი ეშლებათ, უნდა მიმართონ იმ ძალებს, რომლებმაც პირდაპირ დახიეს და გადააგდეს პოლიტიკურ სანაგვეზე საპარლამენტო არჩევნების დასკვნა

„ჩემი აზრით მათ მისამართი ეშლებათ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ“, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის განცხადებას.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ ეუთო/ოდირი მოუწოდებს ევროკავშირს, რომ პატივი სცეს ეუთო/ოდირის დასკვნას.

„უპირველეს ყოვლისა უნდა მიმართონ იმ ძალებს, რომლებმაც პირდაპირ დახიეს და გადააგდეს პოლიტიკურ სანაგვეზე ეუთო/ოდირის საპარლამენტო არჩევნების დასკვნა.

პირიქით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ბოლო 8 თვის განმავლობაში ეხვეწება და მოუწოდებს ეუთო/ოდირის ყველა წევრს, რომ პატივი სცეს ეუთო/ოდირის დასკვნას. ეს, რომ არ იყოს უბრალოდ ცირკი და ეს იყოს რეალური, პრაქტიკული და ეფექტიანი პროცესი ამისთვის, რომ მარტო საქართველოს ხელისუფლებამ კი არა, უშუალოდ ევროკავშირმა და ეუთოს წევრმა ქვეყნებმა პატივი სცენა ეუთო/ოდირის დასკვნას.

ჯერჯერობით, რაც ჩვენ გვესმის ბოლო 8 თვის განმავლობაში, მათ შორის ევროკავშირისგან, არის სრული იგნორირება ეუთო/ოდირის დასკვნის. ამიტომ მე მგონი მისამართი შეეშალათ. უპირველეს ყოვლისა მათ უნდა მიმართონ ევროკავშირს და იმათ ვისთვისაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი ეუთო/ოდირის დასკვნა“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, ეს კი წარმოადგენს გამონაკლისს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში არსებული პრაქტიკისგან.