Loading data...
მახაშვილი: ერთი რჩევა მექნება ყველასთვის, უსმინონ საკუთარ ხალხს, იმიტომ, რომ პარლამენტში ისინი შეჰყავს არა რომელიმე უცხოელს, არამედ, საკუთარ მოსახლეობას არჩევნების გზით

საპარლამენტო  უმრავლესობის წევრი ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლის მიტოვება არც პირველია და უკანასკნელი შემთხვევა იქნება. 

„არც პირველი იყო ეს შემთხვევა, როდესაც საკუთარი ამომრჩეველი მიატოვეს ამ ლიდერებმა და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი შემთხვევა იქნება. ლიდერებიდან ზოგი სახლში იყო ალბათ თბილად, ზოგი სადღაც გარბოდა, მაგრამ უკვე მართლა ღიმილის მომგვრელია ამ ადამიანების შეფასება. სადაც არ უნდა იყვნენ, გარეთ თუ შიგნით, ერთი რჩევა მექნება ყველასთვის, უსმინონ საკუთარ ხალხს, იმიტომ, რომ პარლამენტში ისინი შეჰყავს არა რომელიმე უცხოელს, არამედ, საკუთარ მოსახლეობას არჩევნების გზით“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.