Loading data...
მახაშვილი დოიაშვილზე: ალბათ გადაწყვიტა, დემოკრატია სხვა ქვეყანაში ააშენოს, ან ძალიან მოსწონს ის დემოკრატიული სტანდარტები, რაც ამა თუ იმ ქვეყანაში არის

„ალბათ გადაწყვიტა, დემოკრატია სხვა ქვეყანაში ააშენოს, ან ძალიან მოსწონს ის დემოკრატიული სტანდარტები, რაც ამა თუ იმ ქვეყანაში არის“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა დავით დოიაშვილის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დოიაშვილს და მის კოლეგებს, რაც ყველაზე მეტად აღელვებთ - ფულია. 

„ალბათ გადაწყვიტა, დემოკრატია სხვა ქვეყანაში ააშენოს, ან ძალიან მოსწონს ის დემოკრატიული სტანდარტები, რაც ამა თუ იმ ქვეყანაში არის. ამ ადამიანს, ისევე როგორც მის კოლეგებს, აბსოლუტურად არ აღელვებთ, არც დემოკრატია, არც თავისუფლება და არ არაფერი, ერთადერთი, რაც აღელვებთ ეს არის - ფული. სადაც მეტს გადაუხდიან იქ წავა.

ყველა ადამიანს აქვს უფლება, სადაც საკუთარ თავს ბედნიერად იგრძნობს იქ წავიდეს, ეს მათზეა აბსოლუტურად დამოკიდებული, მაგრამ არასდროს არ მივიღებთ, როდესაც ასეთი ადამიანები - მორალური არგუმენტებით თუ სხვადასხვა არგუმენტებით კიცხავენ საქართველოს ხელისუფლებას და ამუნათებენ საქართველოს მოსახლეობას“, - აღნიშნავს მახაშვილი.