Loading data...
მახაშვილი: დიდი სიამოვნებით მოვუწოდებდი ზურაბიშვილს, ყოფილიყო მერობის კანდიდატი და რეალურად ნახოს, რა რეიტინგი აქვს

„პატარა შანსს სადაც ხედავენ, მხოლოდ იქ აპირებენ გაბრძოლებას თუ გაფაფხურებას. ეს დღევანდელი ოპოზიციის საარჩევნო შედეგების რეალური სახეა“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ექვს დიდ ქალაქში ვიომოთ, დანარჩენებში - ბოიკოტი, საერთო კანდიდატები, თბილისში სალომე ზურაბიშვილი ლიდერი და ჩვენ მის გარშემო“.

მისი თქმით, თავადაც აღიარებენ, რომ არანაირი შანსი არ აქვთ, არჩევნებში გაიმარჯვონ.

„ელისაშვილის ეს განცხადება და ეს სცენარიც თვითლუსტრაციაა. ფაქტობრივად, თავადაც აღიარებენ, რომ უმრავლეს შემთხვევაში არანაირი შანსი არ აქვთ, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ. პატარა შანსს სადაც ხედავენ, მხოლოდ იქ აპირებენ გაბრძოლებას თუ გაფაფხურებას. ეს, ფაქტობრივად, დღევანდელი ოპოზიციის საარჩევნო შედეგების რეალური სახეა.

წინსწრებით შეგვიძლია, უკვე დავინახოთ, რომ არანაირი შანსი არ ექნებათ და სად შეეცდებიან, რომ ამ რადიკალიზაციითა და ესკალაციით რაღაცნაირად იქნებ, სცადონ, ხელში ჩაიგდონ მუნიციპალური ძალაუფლება, მაგრამ ამასაც არ ექნება არანაირი პოზიტიური შედეგი.

შეიძლება, ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარტიამ მხოლოდ ვინატროთ, რომ სალომე ზურაბიშვილი თბილისში დააყენონ მერის კანდიდატად.

დიდი სიამოვნებით მოვუწოდებდი, რომ იგი ყოფილიყო მერობის კანდიდატი და რეალურად ნახოს, პიროვნულად რა რეიტინგი აქვს და ნახოს ოპოზიციამაც ამ ქალბატონს, ყოფილ პრეზიდენტს რა რეიტინგი აქვს. საარჩევნო შედეგების გათვალისწინებით ნახავენ, პირწმინდად როგორ წააგებენ“, - აღნიშნა მახაშვილმა.