1762319653
პოლიტიკა
მახაშვილი: დიალოგისთვის მზად ვართ, თუმცა, ვერ მივიღებთ იმ უარგუმენტო და ფაქტების არმქონე პოლიტიკურ ბრალდებებს, რომელიც ჩვენ არაერთხელ, მათ შორის ამ ანგარიშის ფარგლებში მოვისმინეთ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი ქმედებები ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან დაუგმობელი დარჩა.
„ის ფაქტი, რომ არ დაიწყო 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობით, მკაფიო დაგმობით, რომლის უკანაც ის ძალები დგანან, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ბრიუსელი აფინანსებს, რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე მეტყველებს. რეალურად, მეტყველებს გულწრფელობის ნაკლებობაზე, რომელიც ეხებოდა ამ ანგარიშს. დიალოგისთვის მზად ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ იმ უარგუმენტო და ფაქტების არმქონე პოლიტიკურ ბრალდებებს, რომელიც ჩვენ არაერთხელ, მათ შორის ამ ანგარიშის ფარგლებში მოვისმინეთ“, - აღნიშნა მახაშვილმა.