Loading data...
მახაშვილი დევიდ ო’სალივანის წერილზე: ეს უნდა იყოს პასუხი ყველასთვის, ვინც საქართველოს დისკრედიტაციას ცდილობს

მისასალმებელია, რომ არც ისე ხშირად, მაგრამ ისმის ხოლმე ბრიუსელიდან საღი აზრი“, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დეივიდ ო’ სალივანის ოფიციალურ გზავნილს, რომელშიც ის საქართველოს მთავრობას მადლობა უხდის უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლა.

მისი თქმით, საქართველო სასანქციო პოლიტიკას მტკიცედ იცავს.

„ეს უნდა იყოს  წერტილი და პასუხი ყველასთვის, ვინც დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ცდილობს საქართველოს დისკრედიტაციას და დადანაშაულებას იმაში, რაც ფიზიკურად დედამიწის ზურგზე არ არსებობს.

საქართველო მტკიცედ იცავს სასანქციო პოლიტიკას. ყველამ თავი უნდა დაანებოს საქართველოს სახელის შებღალვის მცდელობას“, - აღნიშნავს მახაშვილი.