მახაშვილი BBC-ზე: „ოდესღაც პატივსაცემი, ახლა შერცხვენილი“ - ეს არის სწორედ ის სიტყვები, რითაც დაახასიათა ტრამპმა სრულებით სამართლიანად
„ოდესღაც პატივსაცემი, ახლა შერცხვენილი“ - ეს არის სწორედ ის სიტყვები, რითაც დაახასიათა ტრამპმა სრულებით სამართლიანად, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა BBC-ზე საუბრისას განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ტრამპის საჩივარი ქართული საზოგადოებისთვისაც კარგია, რომ რეალურად დაინახა „ბიბისის“ სახე.
„იმდენად უხეშად და იმდენად ცინიკურად დაამახინჯეს ტრამპის სიტყვები, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო გაქცეოდნენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც შესაძლოა სხვა დროს შეფარულად ხდებოდა, ძნელი იყო, რთული იყო ამის დადასტურება, მაგრამ ამჯერად იმდენად ღია და უხეში იყო, რომ, რომ ვეღარ გაექცევა „ბიბისი“ ამ პასუხისმგებლობას.
ტრამპის საჩივარი ქართული საზოგადოებისთვისაც კარგია, რომ რეალურად დაინახა „ბიბისის“ სახე. მეორე მხრივ, ყველასთვის, რომლებიც მიიჩნევენ რომ დღეს მსხვერპლი არიან „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციების, მათთვისაც კარგი იქნება სამომავლო სამართლებრივი დავებისთვის“, - აღნიშნა მახაშვილმა.