Loading data...
მახაშვილი BBC-ის ფილმზე: გამოძიება უნდა ჩაყვეს ყველა დეტალს და უნდა გამოიკვეთოს პასუხისმგებლობა თითოეული მედიასაშუალების თუ იმ პირის მიმართ, რომლებიც ჩართული იყვნენ შეგნებულად ამ ტყუილების გავრცელებაში

ჩანს აშკარა სურვილი, რომ დააზიანონ ქვეყნის ინტერესები მსგავსი სიგიჟის, ტყუილების გავრცელებით ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა BBC-ის ფილმთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, უნდა გამოიკვეთოს ყველა პირის პასუხისმგებლობა, ვინც შეგნებულად ჩართული იყო ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში.

„რაც უფრო ჩადის გამოძიებას სიღრმეებში, მთელი საზოგადოება ხედავს ბევრ რაღაცას: უპირველეს ყოვლისა არაკეთილსინდისიერებას ამ მედიასაშუალების მხრიდან, ჟურნალისტის მხრიდან, რესპონდენტების, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესების მონაწილეები იყვნენ. რაც მთავარია, ჩანს აშკარა სურვილი, რომ დააზიანონ ქვეყნის ინტერესები მსგავსი სიგიჟის, ტყუილების გავრცელებით ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.

გამოძიება ნამდვილად უნდა ჩაყვეს ყველა დეტალს, ყველა კომპონენტი უნდა შეისწავლოს და აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს პასუხისმგებლობა თითოეული მედიასაშუალების თუ იმ პირის მიმართ, რომლებიც ჩართული იყვნენ შეგნებულად ამ ტყუილების გავრცელებაში და საქართველოს რეპუტაციის დაზიანებაში“, - აღნიშნა მახაშვილმა.