Loading data...
მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხებზე. ყურადღება ასევე დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა.