მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაში
2026 წლის 4 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაში, რომელიც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სხდომის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკასა და სხვადასხვა სფეროში კავშირების გაძლიერების პერსპექტივებზე.
მხარეებმა ისაუბრეს წარმატებულ სავაჭრო პარტნიორობაზე, ხალხთაშორის ურთიერთობებსა და სომხეთიდან საქართველოში ვიზიტორთა მზარდ სტატისტიკაზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ მშვიდობის შენარჩუნება რეგიონის განვითარებისთვის გადამწყვეტია.
აღსანიშნავია, რომ სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.