Loading data...
მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გავმართე. ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, - აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.

აქამდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ალან პერსელი ასრულებდა.