Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უნგრეთის ახლად დანიშნულ ელჩთან, პეტრა პონევაჩ-პანასთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მინისტრმა მიულოცა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ ახლო მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, რომელიც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ისაუბრეს ვაჭრობის, ეკონომიკის, დაკავშირებადობისა და ორი ქვეყნის ინტერესებში შემავალ სხვა სფეროთა პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობაზე. კმაყოფილებით აღნიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიური დინამიკა.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა უნგრეთის მიერ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობა.