Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას, ამ რთულ დროს ჩვენი მთავრობები მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქ კოლეგას ესაუბრა და თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა. აღნიშნულის შესახებ ბოჭორიშვილი პლატფორმა X-ზე წერს. 

„ვესაუბრე მინისტრ ჰაკან ფიდანს საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკულ ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. გულითად სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და თურქეთის მოსახლეობას. ჩვენი მთავრობები მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან ამ რთულ დროს“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

ინფორმაციისთვის, 11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა „სი-130“-მა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.