1776845432
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
2026 წლის 22 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და მისასალმებელი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ხორციელდება.
საქართველო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა 2026 წლის 4 სექტემბრამდე იქნება, რის შემდეგაც თავმჯდომარეობას გაერთიანებული სამეფო გადაიბარებს.