მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს პარლამენტის წევრებს ვაშინგტონში ექნებათ შესაძლებლობა, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე
„საქართველოს პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, ვაშინგტონში არაერთი შეხვედრა გამართონ“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა .
„გარკვეული დროა გასული მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს შორის არ ყოფილა ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, აშშ-ში ქართველ დეპუტატთა ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს პარლამენტის წევრებს, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ვაშინგტონში შესაძლებლობა ექნებათ, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ ურთიერთობების წარმართვას მომავალში“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ვაშინგტონში „სუვერენული ერების ალიანსის“ მონაწილეები შეიკრიბებიან, მათ შორის იქნებიან ქართველი დეპუტატებიც. საპარლამენტო დელეგაციის მიწვევის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენია.