Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და ისტორიული კავშირებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და ევროინტეგრაციის პროცესში დიალოგის საჭიროებას.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ორივე მხარემ გამოხატა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა.