მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და რუკაზე საქართველოს ვერ შეამჩნევ, რა თმა უნდა, არასერიოზულია შემდეგ ყოველგვარ დაკავშირებადობაზე საუბარი ევროპის მხრიდან
როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და რუკაზე საქართველოს ვერ შეამჩნევ, რა თქმა უნდა, არასერიოზულია შემდეგ ყოველგვარ დაკავშირებადობაზე საუბარი ევროპის მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით, მარტივი რეალობა და მარტივი ჭეშმარიტებაა, ელემენტარულია, რუკას რომ შევხედავთ, მივხვდებით თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან ურთიერთობებს.
„თქვენ ახსენეთ ტრანზიტი, სატრანზიტო ფუნქცია, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ევროკავშირისთვის და ევროპისთვის. როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და რუკაზე საქართველოს ვერ შეამჩნევ, რა თქმა უნდა, არასერიოზულია შემდეგ ყოველგვარ დაკავშირებადობაზე საუბარი ევროპის მხრიდან.
მარტივი რეალობა და მარტივი ჭეშმარიტებაა, ელემენტარულია, რუკას რომ შევხედავთ, მივხვდებით თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთან ურთიერთობებს. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და ზოგადად, შავ ზღვაზე თანამშრომლობის განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
აქედან გამომდინარე, მოლოდინი ჩვენი არის ის, რომ ამ გლობალური ცვლილებების თუ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების განვითარების პირობებში, ევროკავშირისთვის და ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდება საქართველოსთან ურთიერთობები, ჩვენს რეგიონთან ურთიერთობები და ბევრად უფრო პრაგმატული მიდგომით მოუწევთ ევროკავშირს რომ შეხედოს ამ ურთიერთობებს და გადახედოს ერთგვარად“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.