მაკა ბოჭორიშვილი: პაველ ჰერჩინსკი ვერ გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც აცდენილი იქნება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებებთან, ის სრულიად თანხვედრაშია კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებებთან
„პაველ ჰერჩინსკი ვერ გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც აცდენილი იქნება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებებთან, ის სრულიად თანხვედრაშია კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებებთან“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ბრიუსელიდან ვნახეთ ერთადერთი განცხადება, რომელიც მიზანმიმართულად ამახინჯებს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს, საქართველოსთან მიმართებით ქმნის მცდარ აღქმებს და აკეთებს მცდარ დასკვნებს.
„ბატონი ელჩი ვერ გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც აცდენილი იქნება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებებთან. სამწუხაროდ, ბრიუსელიდან ჩვენ ვნახეთ ერთადერთი განცხადება, რომელიც მიზანმიმართულად ამახინჯებდა იმ ფაქტებს, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარდა საქართველოში, საქართველოსთან მიმართებით მიზანმიმართულად ქმნის მცდარ აღქმებს და მცდარ დასკვნებს აკეთებს. აქედან გამომდინარე, მოლოდინი, რომ ელჩი გააკეთებს რაიმე განსხვავებულ განცხადებას, ნაკლებად უნდა გვქონდეს. ის არის სრულიად თანხვედრაში კაია კალასის და მარტა კოსის განცხადებებთან”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.