Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო, გვექნება შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები

ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.

მისივე თქმით, დღეს ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ევროკავშირის ორგანიზებულ ღონისძიებაში:

„ნიუ-იორკში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო. დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. დღეს ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ევროკავშირის ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნება მულტილატერალიზმს და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ დისკუსიაში“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.  

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალურ დებატებზე სიტყვით ხუთშაბათს გამოვა.

ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერი ასევე ჩაერთვება „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტსა და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.