მაკა ბოჭორიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ბიზნესწრეებთან შეხვედრებისთვის და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მსოფლიო მთავრობათა სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის პოლიტიკურ და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა აღნიშნულ სამიტში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით.
„მსოფლიო მთავრობათა სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მაღალი დონის სტუმრები, როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ამ ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ბიზნესწრეებთან შეხვედრებისთვის და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი სამიტის ფარგლებში ჩართული იქნება სხვადასხვა ღონისძიებაში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
„პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას სამიტის ფარგლებში. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც როგორც სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. ეს, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოს ინტერესების შესაბამისად პოლიტიკური დიალოგის საწარმოებლად სხვადასხვა სახელმწიფოსთან,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.