მაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: საქართველო მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია
„პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს, როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის.
„პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ ღონისძიებაში. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია საქართველო, ასევე, საყურადღებოა ორმხრივი თვალსაზრისითაც. ბევრი დელეგაციაა აქ წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.