Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: გვექნება შესაძლებლობა ახალ პაპთან, ვიმსჯელოთ იმ პრიორიტეტებზე, რაც საქართველოს აქვს

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ვატიკანთან ურთიერთობები ახალი პაპის პირობებში, იქნება ისეთივე მჭიდრო და ახლო, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რომის ახალ პაპთან ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ და ისაუბრონ იმ პრიორიტეტებზე, რაც საქართველოს აქვს.

„შედგა ახალი პაპის ინაუგურაცია. მაღალი დონის სტუმრები ესწრებოდნენ ღონისძიებას, სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში, დელეგაციასთან ერთად. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მივსალმებოდით ახალ პაპს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ვატიკანთან ურთიერთობები ახალი პაპის პირობებში, იქნება ისეთივე მჭიდრო და ახლო, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა. ვისაუბრებთ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის. გვექნება შესაძლებლობა ახალ პაპთან, ვიმსჯელოთ იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს საქართველოს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.