Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება როგორც პრიორიტეტული ქვეყანა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან კომენტარში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე ისაუბრა.

„ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე გვესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს წარმომადგენლებთან. ერთის მხრივ, ფაქტია, რომ ჩვენ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, ამ ურთიერთობებში უნდა მოხდეს სიახლის შეტანა და გვაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველო უახლოეს მომავალში დადგება, როგორც პრიორიტეტული ქვეყანა და ურთიერთობებში გვექნება გარკვეული სიცხადე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარვმართოთ საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.